გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა  აღდგა

გმირთა მოედანზე, სადაც ახალგაზრდები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ, საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.

სამართალდამცავებმა საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიზნით, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ. პოლიციის ამ მოთხოვნას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.

ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

მომიტინგეთა ნაწილი ახლა გმირთა მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს