ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
გიგი უგულავა

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოსოფიის, ფილოსოფიურ დისციპლინათა მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1992-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1993 წელს მუშაობდა ი. სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიულ კოლეჯში, თ. ყანჩაველის საავტორო კოლეჯში “ნობილე” და 58-ე საშუალო სკოლაში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად.

1995-1997 წლებში იყო ზაარბრუკენის უნივერსიტეტის სტუდენტი.

1997-1998 წლებში იყო ტელეკომპანია “იბერია TV”-ს ჟურნალისტი.

1998 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთელის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1999-2000 წლებში იყო ფონდ “ინტერნიუსის” ჟურნალისტი. ამავე პერიოდში მუშაობდა Transparency International-Georgia პროგრამების მენეჯერად, ხოლო

2000 წლის მაისიდან ივლისამდე მუშაობდა ფონდ “ევრაზიაში” კონსულტანტად.

2001-2003 წლებში იყო სამართლებრივი განათლების ასოციაცია - ALPE -ს დირექტორი.

2003 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

2004 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ, ამავე წლის მარტში პირველ მოადგილედ.

2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის აპრილამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

2005 წლის 20 აპრილს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად.

2001 წელს მონაწილეობდა ახლადდანიშნულ მენეჯერთათვის გამართულ ტრენინგში და აგრეთვე ტრენინგში სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის გაუმჯობესების საკითხებზე (ბელგია).

2002 წლის სექტემბერში გახდა ჯონ სმიტის სტიპენდიანტი (გაერთიანებული სამეფო), თემა - “დემოკრატია, პრესისა და მაუწყებლობის რეგულაცია გაერთიანებულ სამეფოში”.სხვადასხვა დროს იყო ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” სამართლებრივი განათლების ქვესაბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, არასამთავრობო მონიტორინგის განათლების სექტორის ჯგუფის კოორდინატორი.

2005 წლის 12 ივლისს დაინიშნა ქ. თბილისის მერად.

2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და იმავე წლის 12 ოქტომბერს ქ. თბილისის საკრებულომ გიგი უგულავა თბილისის მერად აირჩია.

2010 წლის 30 მაისის ჩატარებული არჩევნების შედეგად გიგი უგულავა გახდა ქალაქის პირველი არჩეული მერი.

2009-2014 წ. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევერი, კონგრესში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.

2017 წლის 27 მაისიდან დღემდე პოლიტიკური პარტიის ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის’’ გენერალური მდივანი

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
გიგი უგულავა - ხელისუფლება თუ უკან არ დაიხევს, რამდენ ძალადობასაც ჩაიდენს, მით უფრო ფატალური იქნება მისი ბოლო
გიგი უგულავა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მთლიანად გადასაგდებია, მისი მოდიფიკაცია არ შეიძლება - ეს პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილმა
გიგი უგულავა - ხელისუფლებამ ფეხი დაადგა იმ „ფოცხს“, რომელიც აუცილებლად მოხვდება - დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება აქციაზე, რადგან ივანიშვილის საზიზღარმა განცხადებებმა, ხალხი კიდევ უფრო გააბრაზა
გიგი უგულავა - რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის - მთელ მსოფლიოს ომი გამოუცხადეს, ამათ, როგორც ჩანს, მართლა ომი უნდათ
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს
ბექა ბასილაია გოგა ხაინდრავას ჩვენებაზე - ეს არის პოლიტიკურად დაინტერესებული პირი, რომელიც თავის ჩვენებაში სრულიად არაზუსტ ინფორმაციას და ფაქტობრივ გარემოებებთან აცდენილ სურათზე უთითებს
გოგა ხაინდრავა - კადრებში ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი ქოლგას ურტყამს პოლიციელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გიგი უგულავა - საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ, არც მომავალი, საღამოს მარტო სუფრა-ღრეობა უნდათ და ამისთვის ორ გროშს აძლევს
გოგა ხაინდრავა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს
7 ნოემბრის საქმეზე დღეს „იმედის“ ყოფილ გენერალურ დირექტორ ბიძინა ბარათაშვილს დაკითხავენ
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
გია ვოლსკი ოპოზიციაზე - ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს - მანქანა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი
„ხალხის ძალა“ - პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ყველა გაიგებს იმის შესახებ, გლობალური ომის პარტიის დავალებით როგორ გაწირა ადგილობრივმა აგენტურამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომისთვის და ტერიტორიების დაკარგვისთვის საქართველო 2008 წელს
ანონსი  12 მარტი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ყაზბეგის 30 ნომერში მიმდინარე მშენებლობა უკანონოა და ის ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანიას ეკუთვნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2024
ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება