ილია დარჩიაშვილმა არგენტინელ კოლეგასთან საქართველოს რეგიონალური როლი და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, არგენტინის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არგენტინელ კოლეგასთან დიანა მონდინოსთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არგენტინასა და საქართველოს შორის ტრადიციულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა არგენტინასთან, როგორც მნიშვნელოვან რეგიონალურ და გლობალურ მოთამაშესთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და მაღალი დონის კონტაქტების ინტენსიფიკაციის აუცილებლობას.

მინისტრებმა მიმოიხილეს ევროპის კონტინენტზე არსებული ვითარება და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს გავლენა საერთაშორისო დღის წესრიგზე. შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ და საერთაშორისო როლზე, რასაც ასევე განაპირობებს საქართველოსა და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობა სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით.

მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობა. ამ კუთხით, ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელსაყრელ სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირთან, ჩინეთთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან, აგრეთვე, საქართველოს გაზრდილ როლს შავი ზღვის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სივრცეში.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს აქტიური ჩართულობა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატებში და ხაზი გაუსვეს ამ ტრადიციის შემდგომში გაგრძელების აუცილებლობას.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა არგენტინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ფართო რეგიონისთვის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა არგენტინის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფროსი ნიკოლას პოსესი.

აღსანიშნავია, რომ, შეხვედრის ფარგლებში, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ისტორიული ნიმუშების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 1919 წლის 15 სექტემბერს არგენტინის იმჟამინდელი პრეზიდენტის, იპოლიტო ირიგოენის მიერ ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აქტი, ასევე ქვეყნებს შორის 1918-1921 წწ წარმოებული ოფიციალური მიმოწერის ისტორია. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირების ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელ ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო