„საქპატენტი” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველ მასშტაბურ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმისთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსდა „საქპატენტის“ საგამოფენო სტენდი.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქპატენტის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს ორგანიზაციის საქმიანობის, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

„საქპატენტის“ გარდა, ფორუმში მონაწილეობა მიიღო კერძო და საჯარო სექტორისა 50-მდე წარმომადგენელმა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა სემინარები და პრეზენტაციები ისეთ თემებზე როგორებიცაა: კარიერული ტენდენციები ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში; დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; საბანკო სექტორი, როგორც დამსაქმებელი; მომავლის პროფესიები და კონტაქტების დამყარების ძალა.

საგულისხმოა, რომ „საქპატენტი“ მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდა, მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებასა და პროფესიული განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, უკანასკნელ პერიოდში „საქპატენტში“ უკვე 4 სტაჟიორი დასაქმდა. გარდა ამისა, საქპატენტის შუამდგომლობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პან-ევროპული პროფესიული სტაჟირების პროგრამაში (Pan-European Seal (PES) Programme) ჩაერთო, რაც გულისხმობს, რომ ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ერთწლიანი, სრულად დაფინანსებული სტაჟირება ალიკანტეში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO).

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოყალიბდეს სამეწარმეო, ინტელექტუალურ ჰაბად და მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრების მომზადებით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას“, - ნათქვამია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს