„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის რეგიონული მდივანი მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ალუდა ღუდუშაური, გია ბენაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების" მიზანი არჩევნებში გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში. დღეს შეხვედრა მქონდა მცხეთაში, რეგიონის პარტიის აქტივთან. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მიმოვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. ძალიან მაგარი, საბრძოლო განწყობაა. ჩვენი მთავარი მიზანია, პარტია მივიდეს ძალიან ძლიერად მობილიზებული არჩევნებისთვის და ძლიერად გავიმარჯვოთ. ეს არის მთავარი გზავნილი. მე გავუზიარე ჩემი შეფასებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება ბოლო პერიოდში საქართველოში, მთელს მსოფლიოში და რეგიონში. მოგეხსენებათ, ძალიან რთული ვითარებაა, ამიტომ, საჭიროა ჩვენი ქვეყანა მშვიდად, სტაბილურად, როგორც ვითარდება, ასე გაგრძელდეს ვითარება საქართველოში. საფრთხეები და რისკები არსად წასულა. ომი გრძელდება უკრაინაში და ალბათ დიდხანს გაგრძელდება, არავინ იცის როდის დამთავრდება ეს ომი, ამიტომ საჭიროა მობილიზება, სიფრთხილე და ძალიან მტკიცედ ყოფნა. ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ რაიმე პროვოკაციები ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. მცხეთა მთიანეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი