მაჰმუდ აბასი - ისრაელი რაფაჰზე თავდასხმას მომდევნო დღეებში განახორციელებს - ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ამ დანაშაულის ჩადენაში

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე თავდასხმას მომდევნო დღეებში ელოდება და რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ეს თავდასხმა შეაჩეროს.

„მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სთხოვოს ისრაელს, არ განახორციელოს რაფაჰში შეტევა. ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ისრაელს ხელი შეუშალოს ამ დანაშაულის ჩადენაში. ეს არის ის, რაც უახლოს დღეებში მოხდება ისრაელის მხრიდან რაფაჰზე თავდასხმით, რადგან იქ ღაზაში მცხოვრები ყველა პალესტინელია თავმოყრილი“, - აღნიშნა აბასმა.

მისი თქმით, რაფაჰზე მცირე დარტყმაც კი აიძულებს პალესტინელ მოსახლეობას, ღაზას სექტორიდან გაიქცეს და „პალესტინის ხალხის ისტორიაში ყველაზე დიდი კატასტროფა მოხდება".

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024