მედია - „ჰამასი“ ზავის შესახებ ისრაელის შეთავაზებაზე პასუხს ორშაბათს წარადგენს

“ჰამასი“ ღაზას სექტორში ზავის შესახებ ისრაელის მიერ წარდგენილ კონტრწინადადებას პასუხს ხვალ, ეგვიპტეში გასცემს, - ამის შესახებ „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.

„ჰამასის“ დელეგაცია ხალილ ალ-ჰაიას ხელმძღვანელობით ეგვიპტეში ჩავა და ეგვიპტის დაზვერვის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისრაელის წინადადებაზე პასუხს წარადგენს“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

ახალი ამბების ვებგვერდი Axios-ი ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის ბოლო წინადადება მოიცავს მზადყოფნას, განიხილონ ღაზაში „მდგრადი სიმშვიდის აღდგენა“ მძევლების გათავისუფლების შემდეგ.

ცნობისთვის, ეგვიპტემ, რომელიც ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მიზნით შუამავლობას ცდილობს, შეფერხებული მოლაპარაკებების განსაახლებლად ისრაელში გასულ კვირას თავისი დელეგაცია გაგზავნა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024