თეა ახვლედიანი - ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთხმად დადებითად და ძალიან მნიშვნელოვნად შეფასდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთხმად დადებითად და ძალიან მნიშვნელოვნად შეფასდა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიუსელში განაცხადა.

თეა ახვლედიანის თქმით, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველოსთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაც, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველოს დელეგაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა ევროკავშირთან ემსჯელა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.

„დიდი ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების შერიგების და ევროკავშირის შემდგომი ჩართულობის და მხარდაჭერის გზების განხილვას. ევროკავშირმა, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ერთხმად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება