უკრაინის სამხედრო დაზვერვა - მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის სრული კრახია

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის სრული კრახია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

„სახელმწიფომ, რომელიც ხარჯავს უზარმაზარ რესურსებს უსაფრთხოების ძალებზე და სადაზვერვო სამსახურების დაფინანსებაზე, საბოლოოდ სათანადოდაც ვერ უპასუხა საჯარო შეტყობინებებზე. პუტინის კლასიკური ამომრჩეველის და თუნდაც მისი მხარდამჭერის თვალსაზრისით, რომელიც შესაძლოა მხარს უჭერდა მას „ძლიერი ხელის“ გამო, იმის გამო რომ მას ქვეყანაში წესრიგის აღდგენა შეუძლია, ეს სრული კრახია“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა საკუთარ გარემოცვას აჩვენა, რომ არ აკონტროლებს სიტუაციას რუსეთის ფედერაციაში.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ რუსეთში განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ, შეიძლება, ქვეყანაში მოქალაქეთა უფლებების ბოლო ნარჩენების მოშლა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალების გადანაწილება გამოიწვიოს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო