საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამეცნიერო კვლევების გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა თამარ თორიამ მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ ლომინაძის განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების ხელშეწყობას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სემინარების, ვორქშოპებისა და სხვა ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას, განხორციელება და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში თანამშრომლობას გულისხმობს.

„საქართველო არის აგრარული ქვეყანა, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა აიღოს პასუხისმგებლობა კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებელთან თანამშრომლობა, ისინი განსაზღვრავენ როგორი უნარჩვევების პროფესიონალები დაჭირდება ქვეყანას მომავალში. ასევე, სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდნენ რა მიმართულებით წარმართონ თავიანთი რესურსები, იმისათვის რომ ხვალ მოთხოვნადი სპეციალისტები იყვნენ. ღონისძიებას ესწრებიან აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე. ასევე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, იმდენად, რამდენადაც ფერმერთა ასოციაცია დაინტერესებულია ჰიდროინჟინერიის მიმართულებითაც. სამშენებლო ფაკულტეტის შესაბამისი პროგრამა ამზადებს მაღალკვალიფიციურ მომავალ ჰიდროინჟინრებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია არის მრავალი საერთაშორისო ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრი, მათთან ერთად ახორციელებს მრავალ პროექტს, ეს კი სტუდენტს აძლევს შანსს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მრავალმხრივ გამოიყენოს. დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმი მიმართულია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების მხარდაჭერაზე, რაც საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებული პირების განათლების დონის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო