მაკა ბოჭორიშვილმა და გივი მიქანაძემ პროექტის „საქართველო და ევროკავშირი" მონაწილეებს სიგელები გადასცეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პროექტის „საქართველო და ევროკავშირი" მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა 15 სკოლის 30-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.

„ორი კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც სასწავლო ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობდა, ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ.

შეხვედრებისას მათ გააცნეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მოკლე ისტორია და მიმართულებები; საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ასევე, პარლამენტის როლი, სტრუქტურა და ფუნქციები.

საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-ზე მეტი მოსწავლე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება