„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტის სახელი შეცვალოს.

ასევე, კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ კანონპროექტში შეიტანონ ცვლილებები, რითაც ორგანიზაციები „უცხოური გავლენების წარმომადგენლად აღარ მოიაზრებიან”, „რეკონსტრუქციისა და განვითარების ცენტრი - გამჭვირვალე კავკასიის” ხელმძღვანელი მუბარის კარაევი პასუხობს: „დაგვპირდნენ“.

მისი თქმით, უმრავლესობა კანონპროექტის განხილვის ეტაპზეა და „ისმენენ და ინიშნავენ ორგანიზაციების წარმომადგენლების შენიშვნებს“.

„ეს საკითხები იყო დასმული, ჩაინიშნეს და განიხილავენ. კანონპროექტს ზოგადად ვემხრობი, მაგრამ დაისვა კითხვები, რომელსაც შეასრულებენ“, - განაცხადა მუბარის კარაევმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე შეხვედრა პარლამენტში თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლები, ისე ახალგაზრდები.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება