გივი მიქანაძე და რიმა ბერაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრის მთავარ თემას - ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარმოადგენდა.

„კანონპროექტზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა გივი მიქანაძემ დაინტერესებულ მხარეებთან კანონპროექტის ძირითადი არსი განიხილა.

კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე გივი მიქანაძემ და რიმა ბერაძემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება