გივი მიქანაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე - საზოგადოება ყველაფერს ნახავს თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს

საზოგადოება ყველაფერს ნახავს თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მიქანაძე აღნიშნავს, რომ კომიტეტზე იქნება ყველაფრის განხილვა, რასაც საზოგადოება ნახავს და თავად გამოიტანს დასკვნებს.

„კომიტეტზე გვექნება ყველაფრის განხილვა. საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს მარტივად თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს. აბსოლუტურად ჯანსაღ, ჩვეულებრივ გარემოში უნდა წარიმართოს დებატები“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება