პრემიერი - ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ვნახეთ ნული არგუმენტი - უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი

უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა განცხადებები ცალმხრივად, არგუმენტების გარეშე აკეთონ.

„რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სამწუხაროა, რომ არც ერთი არგუმენტი არ იყო მოყვანილი, ვნახეთ შოლცის, სტოლტემბერგის განცხადება, დღეს გავრცელდა კიდევ კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს, არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი, ნული არგუმენტი, გეუბნებიან, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ? - ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველას ვთავაზობ ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, როგორ გაურბოდნენ ქართველი პოლიტიკოსები დისკუსიას საქართველოს პარლამენტში, სათქმელი არ ჰქონდათ არაფერი. რაც შეეხებათ უცხოელებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ელჩებმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა "კეთილი ინებონ" და ღია დისკუსიაში ჩაერთონ.

"თუ სურთ მაგალითად, ელჩებს, პოლიტიკური დებატების ნაწილი იყვნენ, ან უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით, ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს. ამიტომ ჩემი წინადადება ძალაში რჩება. ყველას შევახსენებ, რომ საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო. ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. შესაბამისად, ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე, მითითებები მოგვცეს, ამას ვამბობ ხაზგასმით, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ