ირაკლი კობახიძე - გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა

გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ.

„გუშინ შსს-ის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა. ყველას გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა. თუმცა მადლობა ღმერთს, დღეს შსს-ის ხელმძღვანელობს არა უცხოური ძალის აგენტი, არამედ პატრიოტი კაცი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით უძღვება პოლიციის საქმიანობას. მინდა პოლიციელებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობას. რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. რამდენიმე შემთხვევაში, უბრალოდ გაუსაძლისი იყო ის აგრესია, რომლებსაც კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებზე ძალადობის საკმაოდ დიდი მასშტაბის მიუხედავად, გუშინ მძიმე ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. ორივე პოლიციელსა და ხუთივე მომიტინგეს, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, დროულად გაეწიათ სამედიცინო დახმარება, რისთვისაც ექიმებს მინდა მადლობა გადავუხადო.

ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მოქალაქე, თითოეული გულწრფელი მომიტინგე. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წაუკითხავ კანონს მეორედ აპროტესტებს. ამ შემთხვევაში რადიკალებმა ბევრად ნაკლები ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც ფრანკლინის კლუბში, ე.წ. მომავლის აკადემიასა და „სირცხვილიას“ შეცდომაში შეჰყავთ და სახელმწიფოს უპირისპირებენ. აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან. პროცესები წარიმართება კულისებიდან. ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისა და პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ! ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ, ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ