ირაკლი კობახიძე - ჯერ გავმართოთ საზოგადოების თვალწინ დისკუსია და თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არგუმენტები არ არსებობს, ოპტიმისტური მოლოდინები არ მაქვს

ჯერ გავმართოთ საზოგადოების თვალწინ დისკუსია და თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ელჩებსა და დასავლელ პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ვერ ექნება ფასი ვერცერთ განცხადებას, ვიდრე საზოგადოების თვალწინ არ გაიმართება საჯარო დისკუსია კანონთან დაკავშირებით.

„საჯარო დისკუსიაა მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გაკეთება. მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს, ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალეკო ელისაშვილი გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. გვერდიდან მიპარვა არ არის სწორი. თუ ვინმეს არგუმენტები აქვს და აქვს პოზიცია, წინ უნდა დაგიდგეს და უნდა შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში ანუ ელისაშვილივით არ შეიძლება მოქცევა. ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ, ელჩები არიან აქ წარმოდგენილი, თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, მზად ვართ, რომ განვიხილოთ ეს არგუმენტები ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, რომ, ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან.

ერთ-ერთი ელჩი ინტერვიუს აძლევდა და მან მწვავედ გააკრიტიკა ჩვენი კანონი. მას ჟურნალისტი ჩაეკითხა და უთხრა, რომ პრემიერისგანაა შემოთავაზება, რომ გაიმართოს ღია დისკუსია, მან უთხრა, რომ ჩვენ პოლიტიკურ დისკუსიებში არ ვერთვებითო, კანონის განსჯაში არ შევდივართო. კანონი განსაჯა და როცა კითხვა დაუსვეს ხომ არ ჩაერთვებოდა ღია დისკუსიაში, თქვა, რომ არ ერთვებოდა, თუ განსჯაში არ ერთვები, რატომ განსჯი? ცალკარში განსჯაა სწორი? ამიტომ ჩვენი წინადადება რჩება ძალაში. ჩვენთვის ვერ ექნება ფასი ვერცერთ განცხადებას, ვიდრე არ გაიმართება საჯარო დისკუსია საზოგადოების თვალწინ ამ თემებთან დაკავშირებით. ჯერ გავმართოთ საზოგადოების თვალწინ დისკუსია და თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არგუმენტები არ არსებობს, მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ