სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგზე  - კომუნიკაცია მაქვს ზოგიერთ ლიდერთან და ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აქ ვითარება დაძაბულია და ყურადღებას იმსახურებს

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე

ზურაბიშივლმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე, კერძოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს საკითხი სამიტის ფორმალურ დღის წესრიგში არ არის.

“კომუნიკაცია მაქვს ზოგიერთ ლიდერთან და ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აქ ვითარება დაძაბულია და ყურადღებას იმსახურებს. ნათელია, რომ უმთავრესი პრიორიტეტი არ ვართ და ეს ძალიან კარგი ნიშანია, არ მინდა, რომ საქართველო უმთავრეს პრიორიტეტში იყოს, ამას სულ სხვა მნიშვნელობა ექნებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა, რათა არჩევნებამდე მივიდეთ და ევროპულ მომავალზე კონსოლიდაცია მოვახდინოთ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ