ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხე-დარბაზში ინფო ტური მოეწყო

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით მდინარე ხრამის ხეობაში ინფო ტური მოაწყო.

ღონისძიების მიზანს ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლის - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზის პოპულარიზაცია წარმოადგენს საზოგადოების ფართო წრეებში, ასევე, მდინარე ხრამის ხეობაში ტურისტული და კულტურული მარშრუტების განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

ტურში მონაწილე სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გიდებმა, ტურისტული პროგრამების კოორდინატორებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს XIII საუკუნის ფიტარეთის მონასტერი. ადგილზე გაეცნენ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს და ტურისტული მარშრუტის სამომავლო პერსპექტივებს. მოგვიანებით ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ახლად რეაბილიტირებული XVII საუკუნის ხულუტის ციხე-დარბაზიც, სადაც გაიმართა დისკუსია ქვემო ქართლის ტურისტული მარშრუტების შუქ-ჩრდილებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ხრამის ხეობის მემკვიდრეობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნაწილს წარმოადგენს, ეს მიმართულება ტურისტულად მიმზიდველად ვერ აღიქმება და იქაურობას დამთვალიერებელი კანტი-კუნტად თუ სტუმრობს. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხრამის ხეობის გაცოცხლებას და ტურისტული მარშრუტების ჩამოყალიბება-განვითარებას. თუმცა, მეორეს მხრივ, ბევრი დამთვალიერებელი ასევე ნიშნავს ძეგლის დაზიანების მეტ რისკებს. ამიტომ ყველამ ერთად ვიმსჯელეთ როგორ მოვახერხოთ რომ აქტიური ტურისტული მარშრუტები ძეგლებისთვის მომატებული საფრთხის წყაროდ არ იქცნენ, რომლის სამწუხარო მაგალითები არაერთი გვაქვს. ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018-2023 წლებში „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ინიციატივით და მონიტორინგით მიმდინარეობდა და ორგანიზაცია დღემდე უწევს აღნიშნულ ძეგლებს მონიტორინგს, - აღნიშნა "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" წარმომადგენელმა ნინო ბურჭულაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი