გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ბოლო დღეები სანამ ჩვენ საშინაო პოლიტიკის აქტუალური თემების განხილვით ვიყავით დაკავებული, საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი ამბები მოხდა.

ევროპაში ახლოვდება ევროპარლამენტის არჩევნები, ასევე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები, რის გამოც ამ ქვეყნებში პოლიტიკური დაპირისპირება ყოველ დღე მწვავდება. ევროპის ქვეყნებში გააქტიურებული არიან კრემლთან ასოცირებული ულტრა მემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალები. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ში ბაიდენ-ტრამპის დაპირისპირებაზე.

თუმცა, აშშ-ს პოლიტიკურმა კლასმა საქართველოსთვისაც მოიცალა, რისი დასტურია აშშ-ს 14 სენატორის წერილი რომელიც მათ პრემიერ ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნეს.

ამის პარალელურად, მართალია 5 თვის დაგვიანებით, მაგრამ აშშ-ს სენატმა მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა რუსეთთან მებრძოლ უკრაინას. თუმცა, ცნობები უკრაინა-რუსეთის ფრონტიდან ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად ტოვებს. ასევე გართულებულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში.

ჩინეთში ვიზიტად იმყოფებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რომლის შედეგები ჯერაც გაურკვეველია რეალურ პოლიტიკაზე როგორ აისახება. ამ თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

მოდით, საუბარი დავიწყოთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩინეთში ვიზიტის შედეგებზე. ვაშინგტონმა პეკინს სთხოვა არ დახმარებოდა უკრაინასთან მებრძოლ რუსეთს. ბლინკენის პეკინში ვიზიტის შედეგებზე ბევრი რამ კი ითქვა, მაგრამ, მის შედეგებზე ყველაზე კარგად ალბათ ის მეტყველებს, რომ პეკინიდან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მხოლოდ ჩინეთში აშშ-ს ელჩმა გამოაცილა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ბლინკენის ვიზიტს პეკინში? რა გავლენას იქონიებს ეს ვიზიტი უკრაინა-რუსეთის ომზე და საერთაშორისო პოლიტიკაზე?

- რთულია რაიმე კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ის და ჩინეთის ურთიერთობები საკმაოდ კომპლექსურია და ეს ორი ქვეყანა უფრო მეტად ერთმანეთთან ოპონირების და კონკურენციის რეჟიმში იმყოფება. სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამ ვიზიტის დროს საკმაოდ მწვავედ დასვა ჩინეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების გაწევის საკითხი უკრაინაში სამხედრო აგრესიის ჭრილში.

საკითხი ეხებოდა არა ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიერ პირდაპირ სამხედრო დახმარებას, რისგანაც ჩინეთი, როგორც ჩანს, თავს იკავებს, არამედ მოსკოვისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას, რასაც რუსეთი სამხედრო ინდუსტრიაში იყენებს.

იმ ინფორმაციის თანახმად, რაც პეკინში ბლინკენის ვიზიტის თაობაზე ღია წყაროებში გავრცელდა ნამდვილად არ ჩანს, რომ ჩინეთი ამ საკითხში საკუთარი პოზიციას გადახედავს. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბლინკენის ვიზიტის შემდეგ საერთაშორისო პრესში გაიზარდა მოლოდინი იმ ჩინური ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, რომლებიც რუსეთთან ტრანზაქციებს ახორციელებენ.

იმ ინფორმაციის თანახმად, რაც პეკინში ბლინკენის ვიზიტის თაობაზე ღია წყაროებში გავრცელდა ნამდვილად არ ჩანს, რომ ჩინეთი ამ საკითხში საკუთარი პოზიციას გადახედავს. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბლინკენის ვიზიტის შემდეგ საერთაშორისო პრესში გაიზარდა მოლოდინი იმ ჩინური ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, რომლებიც რუსეთთან ტრანზაქციებს ახორციელებენ

საუბარია იმაზეც, რომ ჩინური ბანკები ასეთი სანქციების თავიდან აცილების მიზნით მიმართავენ შუამავალი კომპანიების გამოყენების პრაქტიკას, რომლებიც ყაზახეთში, ყირგიზეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და სხვა რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილ ქვეყნებში არიან რეგისტრირებული.

- მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არა ერთი გლობალური და რეგიონული პრობლემაა, საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ში ბაიდენსა და ტრამპს შორის დაპირისპირებას.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება, ტრამპის გამო აშშ-მ უკრაინას დახმარება დროულად ვერ მიაწოდა, ამერიკელ ამომრჩევლებში ტრამპის რეიტინგი საკმაოდ მაღალია.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე განიხილება. არსებობს შესაძლებლობა, რომ ტრამპი მსჯავრდადებული იყოს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის და ამ შემთხვევაში, ტრამპი ვერ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.

აშშ-ში ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ ასეთ შემთხვევაში „რესპუბლიკური პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯონსონი აღმოჩნდეს, რომელიც სენატს მალე ანტიჩინური კანონების პაკეტს შესთავაზებს. როგორც ირკვევა, ამის გამო ახლა ჩინეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენს მეტად გულშემატკივრობს, ვიდრე ტრამპს.

შესაძლოა, ესეც იყოს მიზეზი იმისა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ...

- აშშ-ის შიდა პოლიტიკაში მოვლენები იმდენად დინამიკურად ვითარდება და იმდენი ცვლადი არსებობს, რომ ძალზედ რთულია საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება.

ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდში საკმაოდ ხისტი პოლიტიკა ჰქონდა ჩინეთის და ირანის მიმართ. მაგრამ ამავე დროს, ჩემი აზრით, მისმა პოლიტიკამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ტრანს-ატლანტიკურ ერთობას, რაც როგორც ზემოთ დასახელებული ქვეყნებისთვის, ისე რაც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთისთვისაც ერთგვარი „საჩუქარი“ იყო.

ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდში საკმაოდ ხისტი პოლიტიკა ჰქონდა ჩინეთის და ირანის მიმართ. მაგრამ ამავე დროს, ჩემი აზრით, მისმა პოლიტიკამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ტრანს-ატლანტიკურ ერთობას, რაც როგორც ზემოთ დასახელებული ქვეყნებისთვის, ისე რაც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთისთვისაც ერთგვარი „საჩუქარი“ იყო

პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა კი პირიქით, მიმართულია ტრანს-ატლანტიკური ერთიანობის გაძლიერებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გათვალისწინებით.

ამავე დროს, დემოკრატიებისა და ავტორიტარული რეჟიმების დაპირისპირების ტრენდი, რომელზეც ბაიდენის ადმინისტრაცია ხშირად საუბრობს, როგორც ჩანს მომავალშიც გაგრძელდება.

ამიტომ, არ მგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ისეთი ტიპის ლიდერის არჩევა, როგორიც ტრამპია დემოკრატიული სამყაროსთვის პოზიტიური მოვლენა იყოს, მიუხედავად იმისა თუ რა პოზიციას დაიკავებს იგი მაგალითად ჩინეთთან მიმართებაში.

არ მგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ისეთი ტიპის ლიდერის არჩევა, როგორიც ტრამპია დემოკრატიული სამყაროსთვის პოზიტიური მოვლენა იყოს, მიუხედავად იმისა თუ რა პოზიციას დაიკავებს იგი მაგალითად ჩინეთთან მიმართებაში

- დღევანდელი ევროპის პოლიტელიტა უკრაინას მხარს ღიად და ერთმნიშვნელოვნად უჭერს. ამაზე მეტყველებს არა მარტო ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებები, არამედ ის ნაბიჯები, რომელსაც ეს ქვეყნების და ევროკავშირის სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად დგამენ.

რუსეთში იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტში არჩევნების შედეგად, შემდეგი ევროპარლამენტი ნაკლებად ანტირუსული იქნება. ბევრი იმასაც კი ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტის არჩევნები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება.

რამდენადაა დიდია იმის ალბათობა, რომ შემდეგ ევროპარლამენტი მეტად პრორუსული ძალებით იქნება დაკომპლექტებული?

- მართლაც კეთდება პროგნოზები იმის თაობაზე, რომ ახალ ევროპარლამენტში გარკვეულწილად გაიზრდება ისეთი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, რომლებიც უფრო მისაღებია მოსკოვისთვის.

თუმცა, ამავე დროს, მცირეა იმის მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში პრო-რუსულ ძალებს ექნებათ ისეთი პოზიციები, რომლის მეშვეობითაც ისინი უარყოფით გავლენას მოახდენენ ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე.

მცირეა იმის მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში პრო-რუსულ ძალებს ექნებათ ისეთი პოზიციები, რომლის მეშვეობითაც ისინი უარყოფით გავლენას მოახდენენ ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე

ამავე დროს, მე რამდენადაც რუსეთის საგარეო პოლიტიკას ვაკვირდები, მოსკოვისთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში პრო-რუსული ძალების გაძლიერება. განსაკუთრებით ისეთ დიდ ქვეყნებში როგორც საფრანგეთი, გერმანია ან იტალიაა.

მოსკოვი ყოველთვის ცდილობდა ევროპის დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობების „დალაგებით“ საკუთარი ინტერესების ლობირებასა და დასავლეთის ერთიანობის მოშლას. ამ მხრივ მას ახლა საკმაოდ არასახარბიელო ვითარება აქვს და იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა მომავალშიც შენარჩუნდება.

მოსკოვი ყოველთვის ცდილობდა ევროპის დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობების „დალაგებით“ საკუთარი ინტერესების ლობირებასა და დასავლეთის ერთიანობის მოშლას. ამ მხრივ მას ახლა საკმაოდ არასახარბიელო ვითარება აქვს და იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა მომავალშიც შენარჩუნდება

- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ უკრაინას დახმარება გამოუყო, მანამდე ევროპის ქვეყნები საკმაოდ დაეხმარნენ უკრაინას ფინანსური სისტემისა და სამხედრო ტექნიკურ უზრუნველყოფაში, უკრაინა-რუსეთის ფრონტზე ვითარება არა თუ არ იცვლება, ახლა უპირატესობა რუსეთის მხარესაა. ამას უკრაინელებიც არ უარყოფენ.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინას მიაწოდონ Patriot-ის სარაკეტო სისტემები. ვიცით, რომ აშშ უკრაინას 15 Patriot-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს. როგორც ამბობენ, მაისის ბოლოს უკრაინა f-16 ტიპის თვითმფრინავებსაც მიიღებს და უკრაინელი პილოტებიც უკვე გადამზადებული არიან.

მესმის, რომ ამ თემაზე პროგნოზების გაკეთება სამხედრო ექსპერტებსაც კი უჭირთ, მაგრამ, ფაქტია, რომ ცოტა ხანში უკრაინის ცაზე რუსებს უპირატესობა არ ექნებათ. უკრაინას ასევე ექნება შორ მანძილზე, კერძოდ 500 კილომეტრზე შორს რაკეტების სროლის შესაძლებლობა.

რუსები ამტკიცებენ, რომ უკრაინისთვის მიცემული დასავლური დახმარების მიუხედავად, უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ცვლილებები არ მომხდარა და ასე შემდეგ.

მას შემდეგ, რაც უკრაინა სრულად მიიღებს დაპირებულ დახმარებას, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბრძოლის ველზე უპირატესობა არა თუ ექნებათ უკრაინელებს უპირატესობა, ეს უპირატესობა რეალურად აისახება ფრონტის ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე?

- მიჭირს იმის თქმა აშშ-ის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების შედეგად მოახერხებს თუ არა უკრაინა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლის მოლოდინი ნამდვილად არსებობს.

ღია წყაროებში გასული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინელების მდგომარეობა კრიტიკულ ზღვართან ახლოს იყო. გასული წლისგან განსხვავებით, ახლა აღარ არის საუბარი უკრაინელების მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტრიერიშის განხორციელებაზე, მაგრამ არსებობს ფრონტის ხაზის დასტაბილურების მოლოდინი.

გასული წლისგან განსხვავებით, ახლა აღარ არის საუბარი უკრაინელების მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტრიერიშის განხორციელებაზე, მაგრამ არსებობს ფრონტის ხაზის დასტაბილურების მოლოდინი

აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე ანალოგიური ნაბიჯები ევროპის ქვეყნების მხრიდანაც.

ამჯერადაც, უკვე ჩანს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ამ მხრივ უფრო გააქტიურდა. იმედი მაქვს, რომ ეს აქტიურობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ხელშესახები გახდება, რაც სიტუაციას უკრაინის სასარგებლოდ შეცვლის.

ამავე დროს, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მართალია ბოლო ხანებში რუსეთის შეტევები უკრაინაში გააქტიურებული და გარკვეულ დონეზე წარმატებულიც იყო, მაგრამ რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მაინც გაჩნდა ერთგვარი კლანური დაპირისპირების გამწვავების ნიშნები. ამაზე მეტყველებს, ის კორუფციული სკანდალი, რომელსაც თავდაცვის მინისტრის, შოიგუს მოადგილის, ივანოვის დაკავება მოყვა სულ ცოტა ხნის წინ.

შოიგუ პუტინის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე სტაჟიანი წევრია. მისი სხვადასხვა პოსტებზე ყოფნის პერიოდში ივანოვი მუდამ მასთან მუშაობდა. ცხადია, რომ მის კორუმპირებულობის თაობაზე შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია დიდი ხანია ჰქონდათ, მაგრამ რატომღაც მისი დაკავება სწორად ახლა გადაწყვიტეს.

რუსეთში მაღალი თანამდებობის პირის დაკავება იშვიათი მოვლენაა და ეს სწორედ კლანებს შორის დაპირისპირებით უნდა იყოს გამოწვეული, რაც იმედია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება.

- მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციების დაუწესა, რუსეთისათვის მეგობრულ ქვეყნებში 133 მილიარდით გაიზარდა ტვირთები ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ-დან. ტვირთების ეს რაოდენობა მეტია იმაზე, რაც რუსეთმა სანქციების გამო დაკარგა.

საუბარია რუსეთისათვის ისეთი ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდებაზე, რომელსაც სამხედრო წარმოებისთვის იყენებს. ამ ტიპის ტვირთების ექსპორტი 6 მილიარდითაა გაზრდილი იმ პერიოდთან შედარებით, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ G7-ის ქვეყნებმა უარი თქვეს რუსულ გაზზე, ინდოეთმა უარი თქვა რუსული სამხედრო იარაღის შესყიდვაზე და ასე შემდეგ, ვხედავთ, რომ რუსეთი ახერხებს სანქციების გვერდის ავლას და დასავლეთს აშკარად უჭირს ამასთან ბრძოლა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველო აგრძელებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას, კარგია, რომ საქართველო არავის დაუდანაშაულებია რუსეთისათვის ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდებაში.

ფაქტია ისიც, რომ რუსულ ეკონომიკას ახლა საკმაოზე მეტადაც კი უჭირს. ბევრის ვარაუდით, დღეისათვის რუსების რესურსების ბევრად ნაკლებია ვიდრე კოლექტიური დასავლეთის და აშშ-ს, რომლებიც ახლა უკრაინას ეხმარებიან.

რა შანსები აქვს რუსეთს საიმისოდ, რომ რესურსების ომს გაუძლოს და უკრაინაზე გაიმარჯვოს კიდეც?

- ამ თვალსაზრისით რუსეთს სამწუხაროდ არ აქვს ცუდი მდგომარეობა, რაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, განპირობებულია იმით, რომ მან მოახერხა ე.წ. ალტერნატიული მარშრუტების შექმნა ტვირთების იმპორტისა და ექსპორტისთვის. სწორედ ამიტომ ე.წ. მეორადი სანქციების თემა სულ უფრო აქტუალურია დასავლეთის ქვეყნების დღის წესრიგში. ასეთი სანქციები ისეთ ქვეყნებს უნდა შეეხოს, რომლებიც რუსეთს მასზე უკვე დაწესებული სანქციების ეფექტის თავიდან არიდებაში ეხმარებიან.

საქართველოს რაც შეეხება, როგორც თქვენ ახსენეთ ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არავის დაუდანაშაულებია რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდებაში. მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ე.წ მეორადი სანქციების რისკი არ არსებობს.

ელემენტარულად, თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2022 წლიდან მოყოლებული საქართველოს ექსპორტი თვალშისაცემად გაზრდილია რუსეთის მიერ შექმნილი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში. მაგალითად, 2021 წელთან შედარებით 2022 წელს სომხეთში ექსპორტი გაიზარდა 128.2%-ით, ხოლო 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 34.7%. ყაზახეთში 2021 წელთან შედარებით 2022 წელს ექსპორტი გაიზარდა 147.6%-ით ხოლო 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 195.2%.

საბედნიეროდ, საქართველო არავის დაუდანაშაულებია რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდებაში. მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ე.წ მეორადი სანქციების რისკი არ არსებობს. თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2022 წლიდან მოყოლებული საქართველოს ექსპორტი თვალშისაცემად გაზრდილია რუსეთის მიერ შექმნილი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში. მაგალითად, 2021 წელთან შედარებით 2022 წელს სომხეთში ექსპორტი გაიზარდა 128.2%-ით, ხოლო 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 34.7%. ყაზახეთში 2021 წელთან შედარებით 2022 წელს ექსპორტი გაიზარდა 147.6%-ით ხოლო 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 195.2%

რაც შეეხება ყირგიზეთს ამ ქვეყანაში საქართველოს ექსპორტი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით გაიზარდა 642%.

მკითხველმა, რომ სწორად გაგვიგოს, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე, არამედ ზოგადად ექსპორტზე. ექსპორტის გაზრდაში თავისთავად ცუდი არაფერია. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ პირველი - საქართველოში წარმოება ისეთი ტემპით არ გაზრდილა, რომ ჩვენ ექსპორტი ასეთი ტემპით გაგვეზარდა თანაც სამივე ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ქვეყნებში რეალურად საქართველოდან რეექსპორტია გაზრდილი.

მეორე - შემთხვევითი არ უნდა იყოს კონკრეტულად ამ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის გაზრდა. სავარაუდოდ, ეს უფრო იმას უკავშირდება, რომ დასახელებული ქვეყნებიდან რუსეთში ტვირთები უპრობლემოდ ხვდება, რადგან ისინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირში არიან გაერთიანებული.

შემთხვევითი არ უნდა იყოს კონკრეტულად ამ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის გაზრდა. სავარაუდოდ, ეს უფრო იმას უკავშირდება, რომ დასახელებული ქვეყნებიდან რუსეთში ტვირთები უპრობლემოდ ხვდება, რადგან ისინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირში არიან გაერთიანებული

სტატისტიკური მონაცემები იმასაც აჩვენებს, რომ სამივე ამ ქვეყნის ექსპორტი რუსეთში ბოლო წლებში საგრძნობლად არის გაზრდილი.

- ვითარებაში, როცა უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში საერთაშორისო ვითარება „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ისეთი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა, სამხრეთ კავკასიაშიც მნიშვნელოვნად შეცვლილია ვითარება, საინტერესოა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველო.

ხელისუფლება რიტორიკის დონეზე ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული რჩება. თუმცა, პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ხელმეორედ ინიციირებულმა კანონმა „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, საშინაო პოლიტიკაში ვითარება მნიშვნელოვნად დაამძიმა.

ამ კანონთან და ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულმა განცხადებებმა ქვეყნის შიგნით ბევრი მისი მხარდამჭერი და ქვეყნის გარეთ საქართველოს პარტნიორი ქვეყნის პოლიტელიტაც გააოცა.

ძნელია იმის თქმა, რეალურად როგორ დასრულდება პოლიტიკური პროცესი ამერიკასა და ევროპაში, მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, მძიმდება.

იმის ფონზე, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში, მსოფლიოსა და საქართველოს ირგვლივ, საქართველოს სად უფრო მოიაზრება - ცივილიზებული ევროპისა და აშშ-ს გვერდით, რომლებიც 30 წელზე მეტია უზრუნველყოფდნენ ქვეყნის განვითარებას, თუ რუსეთის ფარვატერში?

- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ გვეუბნება, რომ საქართველოს მტერი დასავლეთია, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევა, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაცია, პოლარიზაცია და დესტაბილიზაცია სურს. თანაც ამას აკეთებს მიზანმიმართულად და ინტენსიურად სახელისუფლებო მედია-რესურსებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.

უკვე კარგა ხანია გაუარესებულია საქართველოს ურთიერთობები პარტნიორი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან. ე.წ. „აგენტების კანონის“ შემობრუნების შემდეგ ცხადია, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არათუ შემდგომ პროგრესზე, არამედ აქამდე მიღწეული შედეგების გადახედვაზე, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაიწყო საუბარი ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

უკვე კარგა ხანია გაუარესებულია საქართველოს ურთიერთობები პარტნიორი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან. ე.წ. „აგენტების კანონის“ შემობრუნების შემდეგ ცხადია, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არათუ შემდგომ პროგრესზე, არამედ აქამდე მიღწეული შედეგების გადახედვაზე, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაიწყო საუბარი ჩვენი პარტნიორების მხრიდან

დღეს ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ პრაქტიკულად ყველა პარტნიორი ქვეყნიდან გვესმის ხელისუფლების მწვავე კრიტიკა. მის მხარდამჭერ განცხადებებს კი მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ. ეს ყველაფერი არ არის შემთხვევითობა. იგი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკით.

„ქართული ოცნების“ ლიდერები თავად აცხადებენ, რომ მათ მიერ გატარებული პოლიტიკური კურსიდან გადახვევას არ აპირებენ. ამიტომ სად ვიმყოფებით და საით მივდივართ ამაზე პასუხი სრულიად ცალსახა და ნათელია. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად შედის მოსკოვის ინტერესებში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს