ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორების და რეფორმატორების“ ჯგუფი - ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორების და რეფორმატორების” (ECR) პოლიტიკური ჯგუფი ავრცელებს.

“ECR საქართველოს ხალხისადმი თავის მხარდაჭერას გამოხატავს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მათ გზაზე. მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის ნებისმიერ მცდელობებს.

ასევე ღრმა შეშფოთებები გვაქვს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც, როგორც ჩანს, სულ უფრო და უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს, ძალადობასა და რეპრესიებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ,” - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს