“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის იმ მონაწილეებმა, რომლებიც გმირთა მოედანზე არიან შეკრებილნი, მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს.
ამ დროისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად პარალიზებულია. შესაბამისად, ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.
დემონსტრანტები გზებზე სხდებიან, რითაც მათ ჩაკეტვას უზრუნველყოფენ.
“დავიღლებით? არა!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.