პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არსებულ ჭიშკრებს ბოქლომი დაადეს

პოლიციამ პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არსებულ ჭიშკრებს, გუშინდელის მსგავსად, დღესაც ბოქლომი დაადო. როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩებზე არსებულ შესასვლელებთან განლაგებულია საპატრულო პოლიცია.

უშუალოდ ჩიტაძის ქუჩაზე ასევე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ამასთან, უმეტესწილად წაშლილია სხვადასხვა შინაარსის ის წარწერები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის კედლებზე დატოვეს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე დღესაც შეიკრიბნენ. გადაკეტილია დედაქალაქის ცენტრალური გამზირი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს