სამართალდამცველებმა გმირთა მოედანზე, ვარაზისხევისკენ ასასვლელი გზა გახსნეს

სამართალდამცველებმა გმირთა მოედანზე, ვარაზისხევისკენ ასასვლელი გზა გახსნეს.

სამართალდამცველები ასევე კოსტავას ქუჩისკენ მიმავალი გვირაბის გახსნას ცდილობენ, თუმცა მოქალაქეები წინააღმდეგობას უწევენ. პოლიციამ გვირაბი რამდენჯერმე გახსნა, თუმცა აქციის მონაწილეები ყველა ჯერზე უკან, საავტომობილო გზაზე ბრუნდებიან. ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება დაძაბულია.

პოლიციამ გზის გახსნის მცდელობის დროს, ტერიტორიიდან სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი გაიყვანა.

"არავინ დაგვიკავებია, გზა გავხსენით", - განაცხადა პოლიციელმა.

ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე, სხვა დანარჩენი ქუჩები კვლავ პარალიზებულია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს