გიორგი ქვილითაია - ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია - არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს

ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია - არა რუსეთს! არა ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ქვილითაია Instagram-ზე წერს.

გიორგი ქვილითაიას განცხადებით, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი და დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა.

"ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს", - წერს გიორგი ქვილითაია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს