გმირთა მოედანზე მოძრაობა ისევ ყველა მხრიდან პარალიზებულია - მომიტინგეებმა მოედნიდან გამავალი ყველა გზა ისევ ჩაკეტეს

მოედანზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ნაწილი იმყოფება, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია ესტაკადაზე, ასევე ვარაზისხევის, ლაგუნა ვერეს, თამარ მეფის გამზირის, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

დემონსტრანტები სკანდირებენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!"

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილიც მსვლელობით გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს