დემონსტრანტებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს. ამ მომენტისთვის თამარ მეფის ქუჩიდან ჩამოსასვლელი გზა, რომელიც სანაპიროს უერთდება, სრულად არის გადაკეტილი.

აქციის მონაწილეები აღნიშნულ ადგილზე მსვლელობით გმირთა მოედნიდან მას შემდეგ მივიდნენ, რაც დემონსტრაციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნულისკენ აქციის მონაწილეებს მოუწოდა.

პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ სიტყვებს: “საქართველო”; “არა რუსულ კანონს”. ისინი მძღოლებს მოუწოდებენ ავტომობილებიდან გადმოსვლისკენ და სკანდირებენ "გადმოდით". მძღოლების ნაწილი აღნიშნულ მოწოდებას შეუერთდა, რასაც აქციის მონაწილეები ტაშით , ხოლო დანარჩენი მძღოლები სიგნალებით შეხვდნენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს