"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის  მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები დაასახელეს

აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს. მათი პირველი მოთხოვნაა, დაკავებულების გათავისუფლებაა, ამასთან, შეკრებილების მოთხოვნაა, ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს იქამდე, ვიდრე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს არ გაიწვევენ.

ასევე კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ითხოვენ აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადეების დასჯას.

"პირველი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, რომ გამოვაცხადოთ ტოტალური, სრული დაუმორჩილებლობა, სანამ კანონს არ გაიწვევენ. მესამე მოთხოვნა არის ის, რომ ყველა, ვინც კი იძალადა ქალებზე, ბავშვებზე და პროტესტის დანარჩენ წევრებზე, გამოვიძიოთ და დავსაჯოთ მაქსიმალურად", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს