„გირჩი“ და „დროა“  - რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ევროპული პერსპექტივა

„ოცნების“ დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ევროპული პერსპექტივა.

„ის, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება ნათლად აჩვენებს რამდენად შეშინებული და უმწეოა საქართველოს რუსული ხელისუფლება.

„ოცნების“ დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან.

კრიმინალების ნაწილი უკვე ამოცნობილია და ამოვიცნობთ ყველა დაჯგუფებას, დავადგენთ ყველა მოძალადის ვინაობას, ავტომანქანის ნომერს.

რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა.

ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალადობა არათუ გატეხს ჩვენს ეროვნულ წინააღმდეგობას, არამედ მეტი სოლიდარობით, მოტივაციითა და შემართებით ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს