ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ხელმეორედ დააინფიცირა კანონპროექტი „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ და იგი მეორე მოსმენით მიიღო, პროცესები, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი იმაზე საუბრობს, რომ საქართველომ დასავლურ პოლიტიკურ კურსზე უარი თქვა. ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებში ივანიშვილმა პუტინსა და ლავროვსაც კი გადააჭარბა. ბევრი ვარაუდობდა, რომ ივანიშვილი „მოსკოვის დაშოშმინებას“ ცდილობდა და ახლაც იმას ცდილობს, მაგრამ, ამჯერად „ზედმეტიც კი მოუვიდა“.

კანონის მეორე მოსმენით მიღებამდე და მიღების შემდეგ ხელისუფლების ინიციატივით, პოლიტიკურმა ცხოვრებამ პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლა. ბოლოს რაც მმართველი ძალისგან მოვისმინეთ იმის მტკიცებაა, რომ „ნაცმოძრაობა“ რევოლუციისთვის ემზადება. გვესმის მსჯელობები იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში რევოლუციას ამზადებს და არაფერს ამბობს იმაზე, შეიცვალა თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი.

შეიცვალა თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი? როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა იმ კანონის გამო ქვეყანაში ხდება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინფიცირა?

- ჩვენ გვშურდა ჩვენი მეზობლების, დიდების და პატარების - დემოკრატიების მრავალსახეობა რომ შემოგვთავაზეს: თურქული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური „ყარაბაღის კომიტეტით“ და მერე ფაშინიანის საინტერესო წიაღსვლებით. და აჰა, „ქართული დემოკრატიაც“ უკვე ერთ-ერთი უნიკალური ფენომენია.

ჩვენ ვიხილეთ „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ ამბოხებული ქართველი მილიარდერი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კოსმოგონიაში არის რაღაც ნაცარქექიული, რაზეც ზვიად გამსახურდიაც მიუთითებდა, მაინც ეს ყველაფერი ხილული სასწაული იყო...

ჩვენ ვიხილეთ „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ ამბოხებული ქართველი მილიარდერი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კოსმოგონიაში არის რაღაც ნაცარქექიული, რაზეც ზვიად გამსახურდიაც მიუთითებდა, მაინც ეს ყველაფერი ხილული სასწაული იყო...

ახლა, ჩანს, დემოკრატიის ფესვებს უნდა მივუბრუნდეთ და იქიდან დავიწყოთ სწავლა. თუნდაც სოლონს დავაკვირდეთ და თუ მის სიბრძნეს მივყვებით, საქართველოს მოქალაქეთა ორ მესამედს მოქალაქეობა ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს, რადგან შინაური მღელვარების დროს სოლონმა დააკანონა, რომ ყველა ათენელი ვალდებული იყო რომელიმე მხარეს დამდგარიყო, რათა დაპირისპირება სწორად, გონივრულად და სწრაფად დასრულებულიყო.

ჩვენ კი, უმრავლესობა ამ ქვეყნის მოქალაქეების, ორი მთავარი ბანაკის იგავმიუწვდომელ და სიშლეგეში გადასულ დაპირისპირებას, შეიძლება ითქვას, მშვიდად შევცქერით.

იქნებ ვიღაცას ქართული დემოკრატიის ამ გარიჟრაჟზე ოსტრაკიზმო გახსენებოდა, ასევე გონიერი მმართველის - კლისთენეს შემოღებული, რომლის თანახმადაც სახალხო კრება ქვეყნიდან აძევებდა, ხუთი ან ათი წლით, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ თავიანთი შეხედულებებით ან/და საქმიანობით...

თუმცა, ამის დრო აშკარად არ გვაქვს, არც ძველბერძნული გამოცდილების შესწავლა გვიშველის და არც საერთოდ დემოკრატიის საკმაოდ წინააღმდეგობრივი და იმანენტური ისტორიის შესწავლა - ქვეყანაა გადასარჩენი. მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მომავალს საფრთხე ემუქრება.

ერთი შეხედვით, თითქოს უცნაური არაფერია - პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა და რახან ოპოზიციას არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი არ აქვს, თითქოსდა სხვა გზა არც დარჩენია.

ამასთან, სახელისუფლო ძალა, რომელიც ჯერ კიდევ „ჭარბ ნდობას“ იმსახურებს „ნაციონალური“ რევანშის საშიშროების ფონზე, ფლობს ფინანსურად აშკარად დიდ რესურსს, პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოილია ლამის უკვე მესამე სრული ვადა და არც აპირებს ძალაუფლების დათმობას, ასეთ ვითარებაში ქუჩაში პროცესების გადანაცვლება მოვლენათა განვითარების ლოგიკური შედეგია.

სახელისუფლო ძალა, რომელიც ჯერ კიდევ „ჭარბ ნდობას“ იმსახურებს „ნაციონალური“ რევანშის საშიშროების ფონზე, ფლობს ფინანსურად აშკარად დიდ რესურსს, პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოილია ლამის უკვე მესამე სრული ვადა და არც აპირებს ძალაუფლების დათმობას, ასეთ ვითარებაში ქუჩაში პროცესების გადანაცვლება მოვლენათა განვითარების ლოგიკური შედეგია

მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რომელი მხარის ბრალიც არ უნდა იყოს ამ აურზაურის და განუკითხაობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება, რეალობა ასეთია და ჩვენ არც დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და დესტრუქცია უნდა გამოვრიცხოთ, რადგან, მოგეხსენებათ, როცა ვნებები დუღს, ჭეშმარიტება ორთქლდება და ასეთ ვითარებაში, არავინ უწყის, ვინ დარჩება გამარჯვებული. ეს კი უფრო „ნაციონალური ოპოზიციის“ შანსია.

ქვეყანაში არ არის არც სხვა ფული, არც სხვა მიზიდულობის ცენტრი, არც სხვა პერსპექტიული გაერთიანება, რომელსაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია რეალური კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში.

ქვეყანაში არ არის არც სხვა ფული, არც სხვა მიზიდულობის ცენტრი, არც სხვა პერსპექტიული გაერთიანება, რომელსაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია რეალური კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში

ზემოთ მესამე ვადა ვახსენე, თუმცა თავისთავად, ხელისუფლებაში ყოფნის წლების ოდენობა არ ქმნის პრობლემას. პრობლემა სხვაა, კერძოდ დემოკრატიის, მათ შორის და განსაკუთრებით შიდა პარტიული დემოკრატიის ხარისხი ქართული პოლიტიკური პარტიების ცხოვრების რეალობაში.

არის კონსოლიდირებული დემოკრატიის პირობებში ამა თუ იმ ძალის მიერ ქვეყნების ხანგრძლივი მართვის პრაქტიკაც. მაგალითად ქრისტიან - დემოკრატები გერმანიაში, ლიბერალ - დემოკრატები იაპონიაში და ა.შ.

აქ საყურადღებო ის არის, რომ ლიბერალ დემოკრატების შიდაპარტიული დემოკრატია იმდენად სრულყოფილია და იმდენად ახლოს არის ამომრჩეველთან ამ პარტიის პოლიტიკური ცხოვრება, რომ პარტიის თავმჯდომარედ არჩეული პირი, არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატების წარმატების შემთხვევაში, აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია, ცალკეული მცირე პაუზებით, ავტომატურად იკავებს იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტს.

და აქვე, გონების თვალი მიმოვავლოთ ქართულ პოლიტიკურ პარტიებში არსებული შიდაპარტიული დემოკრატიის სავალალო პრაქტიკას...

აი, ამის თქმა მინდოდა, თქვენი ბევრისმომცველი და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვის პასუხად.

ვიდრე მომდევნო კითხვას დამისვამდეთ, ხაზგასმით ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ დაინფიცირება, იყო უადგილო, არაფრისმომტანი არც როგორც „ოცნებისთვის“, ისე მისი ლიდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, მით უმეტეს, ფაქტობრივად, უკვე მოგებული 2024-ის არჩევნებამდე ერთი წლით ადრეც კი.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ დაინფიცირება, იყო უადგილო, არაფრისმომტანი არც როგორც „ოცნებისთვის“, ისე მისი ლიდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, მით უმეტეს, ფაქტობრივად, უკვე მოგებული 2024-ის არჩევნებამდე ერთი წლით ადრეც კი

უცხოური ფულით ნასაზრდოები ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებით ხელისუფლების შეცვლის მე არ მჯერა და ვერც ვერავინ დამაჯერებს, რომ ასეთი რამ თეორიულადაც კი იქნებოდა შესაძლებელი. სავარაუდოდ, უფრო სხვა მეტაფიზიკაა აქ მთავარი, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი დასანქცირებულობის თაობაზე საჯარო განცხადებას უკავშირდება.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, იგი არ შეცვლილა. ჩვენი ორიენტირი ისევ და ისევ კონსტიტუციაში დაფიქსირებული განვითარების მიმართულება და ვექტორია. შეიცვალა ამ მიზნის მიღწევის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც ხშირად გაუგებარია და ელემენტარული განსჯის საზღვრებსაა გაცილებული.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსი არ შეცვლილა. ჩვენი ორიენტირი ისევ და ისევ კონსტიტუციაში დაფიქსირებული განვითარების მიმართულება და ვექტორია. შეიცვალა ამ მიზნის მიღწევის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც ხშირად გაუგებარია და ელემენტარული განსჯის საზღვრებსაა გაცილებული

მაგრამ, არასერიოზული ხდება მსჯელობა, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-ს და ევროკავშირს ეუბნები, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი, ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი, აგენტურაა, რომლის საქმიანობაც ანტისახელმწიფოებრივია და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

რომელ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე შეიძლება აქ საუბარი, ან რა ლოგიკაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ შენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები შენდამი მტრულ და დესტრუქციულ ძალებს აფინანსებს? როგორღა შეიძლება ის შენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს?

არასერიოზული ხდება მსჯელობა, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-ს და ევროკავშირს ეუბნები, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი, ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი, აგენტურაა, რომლის საქმიანობაც ანტისახელმწიფოებრივია და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული

და თუ ეს ასეა, რაც არ უნდა რთული შედეგების მომტანი იყოს ასეთი მიდგომა, იგი ქვეყნის ლიდერების განცხადებებსა და პოლიტიკურ კურსში შესაბამისად უნდა აისახოს.

- ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა - აშშ გვეუბნება, რომ თუ კანონი მიიღება, ვაშინგტონი იძულებული იქნება გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობას. ბრიუსელი ამბობს, რომ თუ კანონი მესამე მოსმენით იქნა მიღებული, არაა გამორიცხული ევროკავშირმა დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აამოქმედოს ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის მექანიზმი, მეტიც, საუბრობენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერებაზეც.

ასეთ ფონზე, ხელისუფლება აგრძელებს პარტნიორების კრიტიკას, მტკიცებას, რომ კანონი რუსული სულაც არაა და ასე შემდეგ. თან ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში აუცილებლად შევა. თუმცა, ეს გაუგებარია, რადგან, ევროპელ პარტნიორებთან ასეთი კონფრონტაციის შემდეგ როგორ უნდა მოხდეს.

წესით ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს დასავლელ პარტნიორებთან არც ურთიერთობის გაფუჭება, და არც ხიდების დაწვა, მაგრამ, ჩვენ უკვე იმაზე მსჯელობაც გავიარეთ, თავად ხელისუფლებამ რატომ დააინფიცირა ხელმეორედ კანონი, რომელზეც ერთხელ თქვა, რომ მას აღარ დაუბრუნდებოდა.

თქვენი ვერსია როგორია - ამ კანონის ხელმეორედ შემოტანა, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა - „რუსეთის მიერ იყო შთაგონებული“, თუ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ივანიშვილის ინიციატივა იყო?

- ეს იყო ივანიშვილის გამიზნული და კონკრეტული კონოტაციის მატარებელი ნაბიჯი. ის მიზანზე ღიად არ საუბრობს, მაგრამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი საკმაოდ გამჭრიახი პიროვნებაა, ის ყველა ნაბიჯს აკეთებს გააზრებულად და ჩემი ღრმა რწმენით, შესაძლო შედეგების ადეკვატური გათვალისწინებით.

ეს იყო ივანიშვილის გამიზნული და კონკრეტული კონოტაციის მატარებელი ნაბიჯი. ის მიზანზე ღიად არ საუბრობს, მაგრამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი საკმაოდ გამჭრიახი პიროვნებაა, ის ყველა ნაბიჯს აკეთებს გააზრებულად და ჩემი ღრმა რწმენით, შესაძლო შედეგების ადეკვატური გათვალისწინებით გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ჯერ-ჯერობით და სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს... უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?..

ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია მისი ამდაგვარი სადღეისო ტაქტიკის თაობაზე და ის, გავიმეორებ, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მისი აქტივების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება ახალი არა რის, ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად გამოჩენისთანავე ჩამოყალიბდა. შესაბამისად, აქ რუსული ქვეტექსტი შესაძლოა არსებობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

რაც შეეხება კონფრონტაციას დასავლეთსა და ივანიშვილს შორის, აქაც ორივე მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები დღემდე ამ დაპირისპირების შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად. განა ვინმემ ეჭვქვეშ დააყენებს თუნდაც ივანიშვილის გუნდში, რომ დასავლეთი ფლობს უამრავ ბერკეტს, რომელიც სერიოზულად დააზარალებს არა მარტო პირადად ივანიშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ინტერესებს. ეს ცხადია.

ახლა ცხადია, შეიძლება ითქვას, პრიმიტივიზმის დონეზე მარტივად დგას - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ჯერ-ჯერობით და სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა დასავლეთის გავლენის შესუსტების ფონზე სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, სომხეთი), უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?.. და ამ ორომტრიალში უკრაინით შებოჭილი, მაგრამ სამხრეთ კავკასიის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი რუსეთი (სომხეთი და თურქეთისკენ გადახრილი აზერბაიჯანი) რას მოიმოქმედებს?..

ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომელიც დასავლეთსაც მოეწონება და რეალური ძალის მქონე, არაფრის წინაშე უკან არ დამხევ პუტინსაც არ გააცოფებს, ძალიან ძნელია

აი ეს არის ვითარების ალფა და ომეგა.

ამაზე ფიქრი, პირველ რიგში, მართებთ ქართული ხელისუფლების და ოპოზიციის ლიდერებს და არა გაუთავებელი ფურთხება, გინება და უფსკრულისკენ ჩვენი ბედკრული ქვეყნის გათრევა.

- ბევრი ვარაუდობს, ამ კანონზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ოფშორებიდან საქართველოში ფინანსების გადასახადების გარეშე შემოსვლის საკითხი. ანუ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლითაც ოფშორებიდან ფინანსების გადასახადის გარეშე შემოსვლაა შესაძლებელი.

დამკვირვებელთა ნაწილი იმაზე მიანიშნებს, რომ ივანიშვილმა იცოდა რომ კანონის მიღების შემთხვევაში, არ იყო გამორიცხული მასზე და ჩვენი ხელისუფლების გარკვეულ ნაწილზე დასავლელ პარტნიორებს სანქციები დაეწესებინათ და ამისთვის იქნა ეს ცვლილება მიღებული.

არადა, წინასწარ იყო ცხადი რომ „მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა“. ისიც ცხადია იყო, „თუ ვითარება გართულდებოდა, ეს ის იქნებოდა, რაც რუსეთის ინტერესებშია“.

თუ 14 ამერიკელი სენატორის წერილს პრემიერ კობახიძისადმი, ასევე იმ განცხადებებს მივადევნებთ თვალს, რაც ბრიუსელიდან გვესმის, სულაც არაა გამორიცხული საქმე სანქციებამდე მივიდეს. ეს არც ქვეყნისთვის იქნება კარგი და არც იმათთვის, ვისაც შეიძლება დაუწესდეს სანქციები.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „პარადიგმული კრიზისის ფონზე ქართული სახელმწიფოებრიობა სერიოზული საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა“. არაა, გამორიცხული საფრთხეებისა და გამოწვევების შეფასებისას ხელისუფლებამ შეცდომებიც დაუშვა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც ვერ გათვალა? თუ თვლიან რომ გათვალა, მაშინ ვის და რის იმედზე შეიძლება გაკეთებულიყო გათვლა?

- არ მინდა, მაგრამ ისევ მომიხდება ბიძინა ივანიშვილის თაობაზე საუბარი. ის არა მარტო წარმატებული ბიზნესმენია, არამედ საკმაოდ კარგად აკონტროლებს სიტუაციას თავის გარშემო. მისი აქტიური პოლიტიკიდან გვერდზე გადგომაც იმით იყო განპირობებული, რომ ფაქტობრივად თავად აკონტროლებს თავის აქტივებს.

უმარტივესი ამბავია, რომ სიმდიდრის მოხვეჭა, განსაკუთრებით რუსეთის მსგავს სივრცეში, გაცილებით იოლია, ვიდრე მისი დაცვა, შენარჩუნება და გამრავლება. დღემდე ივანიშვილმა ეს მოახერხა. თან გახდა თავისი ქვეყნის პირველი პირი, ამდენად, ჩაერთო გეოპოლიტიკურ აურზაურში და გახდა შეურიგებელი დაპირისპირებების აქტორი, ნაწილი აქტივებისა გადაიტანა დასავლეთში, მათ შორის ოფშორებში, და ჩემი ვარაუდით, რაღაც ნაწილი დატოვა რუსეთშიც.

ამ ფონზე, ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომელიც დასავლეთსაც მოეწონება და რეალური ძალის მქონე, არაფრის წინაშე უკან არ დამხევ პუტინსაც არ გააცოფებს, ძალიან ძნელია.

აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება, არც ერთ შემთხვევაში, მარტივი არ იქნება. მე არც იმ ფანტაზიის ავტორების მომხრე ვარ, რომ მხოლოდ რუსეთის დაშლის შემდეგ გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი. მოვლენათა გარკვეული ერთობლიობის დადგომის პირობებში, ეს შესაძლებელია ჩვენი ხილული თვალთახედვის არეალშიც კი მოხდეს

რაღაც ასპექტი თავისი აქტივების ნაწილის შემოტანის, მიმდინარე პოლიტიკურ ორომტრიალთან დაკავშირებით, არსებობს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ კანონით სარგებლობას რუსეთიდან გასული სხვა მაგნატების აპირებდნენ, რომლებიც ოფშორებში ძველებურად მყუდროდ ვეღარ გრძნობენ თავს.

თუმცა, ამხელა მნიშვნელობას ამ კანონს არ მივანიჭებდი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ოფშორების, ანუ „საგადასახადო სამოთხის“ სპეციფიკა. ის არც ისეთი „სამოთხეა“, როგორიც ჩვენ, რიგით მოქალაქეებს და მოკვდავთ გვგონია და მათ დასავლური სპეცსამსახურები საკმაოდ ეფექტიანად და კარგად აკონტროლებენ.

- ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ აქტუალური ხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თემები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც გაუგებარია რეალურად მოხდა თუ არა თბილისსა და მოსკოვს შორის დაახლოება, ეს დაახლოება ჯერ უფრო ილუზიას ჰგავს, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში გაჩენილია იმის განცდა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება კონფლიქტებს მოსკოვის დახმარებით იოლად მოაგვარებს.

ამის მიზეზად სახელდება კრემლის ფრთებქვეშ გამოზრდილი, სოხუმის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ინალ არძინბას გათავისუფლება და მოსკოვში დაბრუნება. ასევე აფხაზურ საზოგადოებაში დაწყებული დისკუსიები იმაზე, რომ აფხაზეთმა საქართველოსთან კონფედერაციულ ურთიერთობებზე შეიძლება იფიქროს.

არაა გამორიცხული მოსკოვი სოხუმზე გარკვეულ ზეწოლას ახდენდეს, მაგრამ, ამ თემაზე რუსეთის საგარეოსგან არაფერი მოგვისმენია იმაზე, მიაქვს თუ არა კრემლს უკან სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. რაც შეეხება ინალ არძინბას გაწვევას, არაა გამორიცხული ეს მხოლოდ იმას უკავშირდებოდეს, რომ მას აფხაზეთში რეალური დასაყრდენი არ ჰქონდა.

ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოხუმში მოსკოვის გზავნილების მტკიცებები. კერძოდ ის, რომ „კანონთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ თავის პრობლემებს აგვარებს, - ნიადაგს უსინჯავს ხელისუფლებაში მისი დარჩენისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის შესაძლებლობებს“.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს რეალური მიზეზი იმისა, რომ არჩევნების მოახლოების ფონზე გაზრდილია და იზრდება საზოგადოებაში განწყობები, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დავიბრუნებთ?

- ოცნებას კაცი არ მოუკლავს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება, არც ერთ შემთხვევაში, მარტივი არ იქნება. მე არც იმ ფანტაზიის ავტორების მომხრე ვარ, რომ მხოლოდ რუსეთის დაშლის შემდეგ გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი. მოვლენათა გარკვეული ერთობლიობის დადგომის პირობებში, ეს შესაძლებელია ჩვენი ხილული თვალთახედვის არეალშიც კი მოხდეს.

ჩვენ რუსეთთან კეთილმეზობლობა გვინდა, მაგრამ არა როგორც ვასალს და სატელიტს, არამედ სახელმწიფოთა თავისუფალი ევროპული გაერთიანების თანასწორ წევრს

რა თქმა უნდა, შესაბამისი სპეციალური სამსახურები და კვლევითი ინსტიტუტები რუსეთში ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობენ და ეს ფაქტობრივად გამორიცხული არც არის, რადგან სახელმწიფოებრივ მდგრადობას და პერსპექტივას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, რამდენად მშვიდი იქნება მისი სამხრეთი საზღვრები, რა ვითარება იქნება კავკასიონს გადაღმა.

რუსეთმა საქართველოს ანექსიამდე და მერე კარგა ხანს კიდევ, ვერ შეძლო კავკასიის მთიელების დამორჩილება. რუსებს ეს გაცნობიერებული აქვთ და ამდენად, უნდათ სამხრეთ კავკასიაში დარჩენაც გეოსტრატეგიულად და აქ მათთვის ხელსაყრელი, მათდამი ლოიალური ძალების ყოფნა ხელისუფლებაში. ჩვენ რუსეთთან კეთილმეზობლობა გვინდა, მაგრამ არა როგორც ვასალს და სატელიტს, არამედ სახელმწიფოთა თავისუფალი ევროპული გაერთიანების თანასწორ წევრს.

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხალხისგან დისტანცირებულია. ეს არახალია. ხალხი მხოლოდ კვერის დამკვრელია არჩევნებზე. ამ ქვეყანაში ხალხი რომ არ ცვლის ხელისუფლებებს ისიც ცხადყოფს, რომ სულ მალე არჩევნებია და ხალხი ქუჩაში გამოვარდა

ჩვენ სიკეთე გვინდა რუსეთისთვის, თუ ის რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ ჩვენს მოძმე კავკასიელებს და ხალხებს არ დაჩაგრავს. ჩვენ წინ ვიყურებით და ჩვენს მომავალს ასე ვხედავთ და რა რომელიმე იმპერიის ნაწილად.

აი, ასეთი აღქმის მიღმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება წარმოუდგენლად მეჩვენება. მით უმეტეს, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კვაზი სახელმწიფოებად არსებობა. აფხაზებს და ოსებს ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევა მხოლოდ ჩვენთან ძმობით შეუძლიათ.

რაც ვთქვი, ნამდვილად არ არის პათეტიკა.

აქვე ინალ არძინბას ხსენებასაც შევეხმიანები. ის რუსული, მოსკოვური ცნობიერებით აღჭურვილი ახალგაზრდა კაცია. თუმცა, ამას წინათ, ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას, რომ მან შეერთებულ შტატებში იმოგზაურა...

უნდა დავაკვირდეთ ახლანდელ აფხაზ ლიდერებსაც და მომავალ აფხაზ ლიდერებსაც და ვიფიქროთ ერთიან მომავალზე.

- პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა -„აგენტების კანონის“ ინიციირების დღიდან სხვადასხვა არხების გამოყენებით ვცდილობთ დავუკავშირდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს და აკადემიური, ადამიანური დიალოგი ვაწარმოოთ მათთან და თუნდაც დახურულ ფორმატში განვიხილოთ ამ დაწყევლილი კანონპროექტის ანი და ჰოე.

ჩვენი ყველა მცდელობა კრახით დასრულდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა კედელი აღმართეს ჩვენს ცხვირწინ, ჩაიკეტნენ, გაგვექცნენ“.

ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას რომ კანონი რუსული არაა. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, გაუგებარია, რატომ ამბობს იგი უარს დიალოგზე იმ ხალხთან, ვინც აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ და არც ოპოზიციურ პარტიებთან არ არიან აფილირებული?

- ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხალხისგან დისტანცირებულია. ეს არახალია. ხალხი მხოლოდ კვერის დამკვრელია არჩევნებზე. ამ ქვეყანაში ხალხი რომ არ ცვლის ხელისუფლებებს ისიც ცხადყოფს, რომ სულ მალე არჩევნებია და ხალხი ქუჩაში გამოვარდა.

მონაცემთა ბაზის შექმნის ხელისუფლების „ნოუ ჰაუმ“ აშკარად გამაკვირვა. ეს რაღაც ჯერ არსმენილი ფანტასმაგორიაა, რომელიც უდავოდ იქნება ქართული დემოკრატიის ორიგინალობის თვალსაჩინო მაგალითი, თუ ჩვენ გავაგრძელეთ სვლა ჩვენი რეგიონის სპეციფიკური დემოკრატიების რიგში ჩასადგომად

ლევან ლორთქიფანიძე უდავოდ გონიერი ანალიტიკოსია და უეჭველად შეამჩნევდა, რომ ასეთი დიალოგის საჭიროება დღევანდელ საქართველოში არ არსებობს. ჩართეთ წამყვანი ტელევიზიები, რომლებიც პროპაგანდის რუპორებადაა ქცეული. თქვენ იქ სადისკუსიო სივრცეს ვერ ნახავთ, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისს „პალიტრა ტივის“ სახით.

რაც შეეხება რუსულ კანონს, ჩემდა სავალალოდ საბჭოთა პროპაგანდაც კარგად ვიცი, დასავლურის და პოსტსაბჭოურიც და ამდაგვარი პრიმიტიული ხრიკებით შეუძლებელია ახალი გულშემატკივრების მომხრობა, მერყევების გადმობირება და მომხრეების გამხნევება.

ეს თან იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი ელექტორატის ლამის ორი მესამედი ტერმინ რუსულისადმი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აგრესიულად და ნეგატიურად არ არის განწყობილი. რუსულად ყოველივე მიუღებლის სახელდება, მარგინალიზაციის საკმაოდ უბადრუკი ხერხია.

- მას შემდეგ, რაც 29 აპრილის შემდეგ საშინაო პოლიტიკაში აშკარად დამძიმდა, თვალს ვადევნებთ ხელისუფლებისა და მისდამი ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდობისა და ოპოზიციური პარტიების პროპაგანდისტულ ომს.

ორივე მხარის პროპაგანდისტული მანქანები ისე დაუღლელად და მუხლჩაუხრელად მუშაობენ, ძნელი სათქმელია, ამ პროპაგანდისტულ ომს ახლა ვინ იგებს. ახლა რაც ცხადად ჩანს, საშინაო პოლიტიკაში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპაგანდისტულ ომში დამარცხებულია საქართველო.

ამ გამოწვევებზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პასუხი ასეთი იყო - „შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოუყრიან ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

ანუ რა გამოდის - ამგვარი ბაზის შექმნით, „ქართულმა ოცნება“ ქვეყანაში პლურალიზმს აუქმებს? ეს შეიძლება აღმოჩნდეს გართულებული ვითარების განმუხტვის გზა?

- ივანიშვილის გუნდის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე საკმაოდ მაღალი აზრის ვარ. თუმცა, მონაცემთა ბაზის შექმნის ხელისუფლების „ნოუ ჰაუმ“ აშკარად გამაკვირვა. ეს რაღაც ჯერ არსმენილი ფანტასმაგორიაა, რომელიც უდავოდ იქნება ქართული დემოკრატიის ორიგინალობის თვალსაჩინო მაგალითი, თუ ჩვენ გავაგრძელეთ სვლა ჩვენი რეგიონის სპეციფიკური დემოკრატიების რიგში ჩასადგომად.

მთლიანობაში, ამ აბსურდის გამოვლინებას „ქართულ ოცნებას“ ვერ დავაბრალებ. დაწყებული „ნაციონალების“ პერიოდიდან, ბოლო წლებამდე, ოპოზიციაც და მასთან დაკავშირებული სუბიექტები, როგორც თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე ოპონირების რეჟიმში ყოფნისას, წარმოუდგენელ ნაბიჯებს დგამდნენ, რომლებიც არანაკლებ მიუღებელი იყო, როგორც პოლიტიკური ეთიკის, ისე სამართლებრივ ჩარჩოებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

ამიტომ, აქ უფრო არაადეკვატურ ექოსთან გვაქვს საქმე, ვიდრე ვითარების რეალურად გასაკონტროლებლად გადადგმულ ნაბიჯთან.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება