„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს.­

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი ლარია. პროექტი სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. სა

ინფორმაციის თანახმად, G&A ჯგუფი 2012 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად სფეროს გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება, ხორცპროდუქტებისა და თევზის იმპორტი და დისტრიბუცია წარმოადგენს. კომპანიას აგრეთვე გააჩნია თანამედროვე სამაცივრე საწყობები და შესაბამისად, საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სამაცივრე/სასაწყობე მომსახურებაცაა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საწარმოო ხაზის გაფართოება და მისი ახალი დანადგარებით აღჭურვა მოხდება, რაც წარმადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს ბანკისთვის“ ბიზნესის განვითარება 2024 წელსაც უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი პარტნიორი G&A ჯგუფი წლებია ოპერირებს საქართველოში და ლოჯისტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვენ არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთობლივად, მათ შორის, ახალი მშრალი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა და არსებული საწარმოს გადაიარაღება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანია შეძლებს საწარმოო ხაზის გაფართოებას და წარმადობის გაზრდას და ის ჯამურად 240-მდე ადამიანის დაასაქმებს. სამომავლოდ, კომპანია კიდევ უფრო მეტად გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს, რაც უფრო გააძლიერებს არამარტო კომპანიას, არამედ მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჯგუფს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებას“ ,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს