გუბერნატორი - სმოლენსკში, უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის სმოლენსკის ოლქის სათბობ- ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილი ანოხინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი რეგიონი კვლავ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ქვეშაა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები საჰაერო სამიზნეებს ებრძვიან. დიდი ალბათობით, სმოლენსკისა და იარცევოს რაიონების ტერიტორიებზე, სამოქალაქო სათბობ-ენერგეტიკულ ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს