ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტობისთვის ბრძოლა ორ ფავორიტ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს, სტევო პენდაროვსკისა და გორდანა სილიანოვსკას შორის გაიმართება, რომელიც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პენდაროვსკისთან დამარცხდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში პირდაპირი გამარჯვებისთვის აუცილებელია 50%-იანი ბარიერის გადალახვა. მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.

ჩრდილოეთ მაკედონიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს