ანა ბუჩუკური რუსთავის მერს - ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, უკვე მჯერა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ

ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, მე უკვე მჯერა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებისა“ და მისი პარტიის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მისივე თქმით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გადაყენება „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობის კლასიკური მაგალითია.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია, გადაირჩია. ანუ, ერთად მოაწყვეს იმპიჩმენტი. ეს არის კლასიკური დადასტურება იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ნაცები" და „ოცნება“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბანერი - „ქოცებო, თქვე ნაცებო“ არის დღევანდელი სიტუაციის ძალიან კარგი ამსახველი ფრაზა,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს