ირაკლი ზარქუა - გუშინ ვნახეთ, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი - გარკვეული ევროპარლამენტარები, მწვალებელთა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ცდილობენ ევროკავშირს ღირებულებები დაუკარგონ

გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული ევროპარლამენტარები, მწვალებელთა პარტიის - “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები როგორ ცდილობენ, რომ ის ღირებულება, რაც აქვს ევროკავშირს, ევროპარლამენტს დაუკარგონ - რაც გუშინ ვნახეთ არის ის, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროპარლამენტარების სახით მათ დაინახეს “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების განცხადება.

„გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული ევროპარლამენტარები, მწვალებელთა პარტიის - “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები როგორ ცდილობენ, რომ ის ღირებულება, რაც აქვს ევროკავშირს, ევროპარლამენტს დაუკარგონ. არის გონივრული ეჭვი, რომ გუშინ მიიღეს ახალი მესიჯი, სავარაუდოდ, დაწერილი იყო ყველა კითხულობდა, როგორც ადრე ვნახეთ, ხომ გაირკვა, რომ წერილსაც უწერენ ის ლობისტური კომპანიები. კუბილიუსი, ფოტიგა და ა.შ ერთი მეორეს მიყოლებით ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენი სამუშაო ვითარებაა, რომ კანონები მივიღოთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამის გამო გვკიცხავენ და სანქცირებაზეც იყო საუბარი. რაც გუშინ ვნახეთ არის ის, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი. მე მგონია, რომ არჩევნების [შემდგომ], რაც არის, ვერც კუბილიუსებს ვნახავთ იქ, ვერც ფოტიგებს და ვერც ქალბატონ ვიოლას. ის რომ გაშიფრეს, “ფეესბეს” აგენტს, რომ ხვდებოდით, მაგაზე პასუხი არ მიგვიღია. რა გაკავშირებს ევროპარლამენტარს “ფეესბეს” აგენტთან, სადაც გადაგიღეს და ფოტოებიც იყო წარმოდგენილი. ასე რომ, მათი [ევროპარლამენტარების] სახით ჩვენ დავინახეთ მწვალებელთა პარტიის - “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების განცხადება, სადაც ბოლოს ყველა ამთავრებდა - “თავისუფლება პოლიტპატიმარსო”. ვინ არის პოლიტპატიმარი? სააკაშვილი? - აბა, ვკლავდით და ვწამლავდით? ჩვენ გპასუხობდით, რომ ის კონკრეტულ დანაშაულზე იხდის სასჯელს. იკვებოს და კარგად გახდება - აღმოვჩნდით თუ არა მართლები?!” - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ამავე თემაზე საუბრის დროს, ირაკლი ზარქუამ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ დაიბაროს ლიეტუვის ელჩი და მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა ქართველი სამართალდამცავის მიმართ გააკეთა.

„მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, დაიბაროს ლიეტუვის ელჩი და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ჩვენი სამართალდამცავის მომართულებით. ეტყობა ის დაწერილი ვერ წაიკითხა - სახელიც შეეშალა, მაგრამ ხომ მივხვდით რაზეა საუბარი”, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა, სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, რადგან მისი თქმით, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს