მიხეილ სააკაშვილი - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - წინა მთავრობის დროს ეს ფეხბურთელები ბავშვები იყვნენ, რომლებიც გაიზარდნენ თავისუფალ გარემოში

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - წინა მთავრობის დროს ეს ფეხბურთელები ბავშვები იყვნენ. ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ თავისუფალ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ფეხბურთელები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, თავისუფალ გარემოში გაიზარდნენ.

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო". "ფეხბურთელები ახლა წარმატებულები რომ არიან, ეს ჩვენი დამსახურება არისო, წინა მთავრობის დროს ნაკლებად წარმატებულები იყვნენო“, თქვეს ამას წინათ მთავრობაში. წინა მთავრობის დროს ეს ფეხბურთელები ბავშვები იყვნენ. ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ თავისუფალ გარემოში და იმ ბავშვებისგან დადგნენ ეს ფეხბურთელები. ასე გაგრძელდება უწყვეტად, როგორც კი ესენი მოშორდებიან ხელისუფლებას და ეს აუცილებლად მოხდება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა მთავარი საზოგადოების ერთობაა, რომლისაც "ხელისუფლებას ეშინია". სააკაშვილი არჩევნებში გამარჯვების "მთავარ რეცეპტად“ ერთობას მიიჩნევს.

“ახლა როგორც არასდროს, ჩვენთვის მთავარია ერთი სიტყვა - ერთობა. დააკვირდით, როგორ ეშინიათ ამ ჯოჯოხეთის მაშხალებს ამ სიტყვის. როგორც ეშმაკს ეშინია საკმევლისა და ჯვრის, ისე ეშინიათ ოლიგარქის მონებს სიტყვა - "ერთობის". ერთობაშია ჩვენი გამარჯვების „რეცეპტი“. ერთობას ვერანაირი უხეში ძალითა და ფულით ვერ დაამარცხებთ. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ეს ერთობა უფრო მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვიდრე სააკაშვილი, ვიდრე ცალკე აღებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს