გორის მერია - ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და გორის მუნიციპალიტეტის მერია ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამას იწყებს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და გორის მუნიციპალიტეტის მერია ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამას იწყებს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა.

„შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია კურსის შესახებ და ქალი მძღოლების ისტორიები. კურსი განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.

„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

კურსის დასრულების შემდეგ, კანდიდატები ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.

სწავლება დაიწყება 2024 წლის 20 მაისს და გაგრძელდება 15 დღის განმავლობაში. ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიან კურსზე მიღება უკვე დაიწყო.

რეგისტრაცია შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ:

24+ წლის ქალებს;

გააჩნიათ „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა;

აქვთ მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება.

მონაწილეობისთვის, 15 მაისამდე გაიარეთ რეგისტრაცია და წარადგინეთ პირადობის და „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასლები:

QR კოდით და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმით:

https://eu.jotform.com/form/241092463302346

ელ-ფოსტით: Qalebiskursi@gmail.com;

ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტოში წარდგენით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს