რადოსლავ სიკორსკი - რუსეთის მიერ ნატო-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს

რუსეთის მიერ ნატო-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ალიანსს სამჯერ მეტი საავიაციო რესურსი აქვს, სამჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე და ოთხჯერ მეტი გემი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. რუსეთს მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ, 1,3 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა. ნატოს სამხედრო პერსონალი, დამატებითი მობილიზაციის გარეშე, 3,5 მილიონზე მეტია, რაც თითქმის სამჯერ მეტია. რუსეთის მიერ ნატო-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

ასევე, რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ და განცხადებებს ავრცელებენ, თითქოს პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების ანექსია სურს.

„რუსეთი უკრაინის ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით პოლონეთის გეგმების შესახებ ცრუობს. დონბასი უკრაინაა, ყირიმი უკრაინაა. ლვოვი, ვოლინი, ყოფილი აღმოსავლეთ გალიცია უკრაინაა. ამიტომ, ვიმეორებ, რათა კრემლმა გაიგოს: ლვოვი უკრაინაა“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს