ანდრიუს კალინდრა - იმედი გვაქვს, საქართველო გამოიყენებს ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას გაფართოების პროცესთან დაკავშირებით

საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კადიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ შესრულდება და განორციელდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი და ახლა საქართველო ისე ახლოსაა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან, როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რონდელის ფონდის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.

„9 ნაბიჯს შორის არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციას და ჩარევას ევროკავშირისა და სხვების წინააღმდეგ და ასევე ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. მოვლენების ეს განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს ლიეტუვაში. ჯერ კიდევ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გამოიყენებს ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას გაფართოების პროცესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს