შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციაში  იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი, რომელიც უცხოეთიდან კარნახით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს

უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, აქაც ჩვენ ვხედავთ რადიკალიზაციის მიმართულებას, მათ შორის, ნიკა გვარამიას შეწყალება ზუსტად ამ სფეროდან არის - ქალბატონი სალომეს [ზურაბიშვილი] ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის ნაწილი იმ რადიკალური ჯგუფისა ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბათუმში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ოპოზიციურ პარტიებს ერთი ფრთის ქვეშ ელოდება.

მისი თქმით, პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი არის დამატებითი დადასტურება, რომ მიჰყავთ ქვეყანა რადიკალური დღის წესრიგისკენ.

„უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, აქაც ჩვენ ვხედავთ რადიკალიზაციის მიმართულებას, მათ შორის, ნიკა გვარამიას შეწყალება ზუსტად ამ სფეროდან არის. ვხედავთ ჩვენ კიდეც, რომ ეს იქნა ისე წარმოჩენილი, თითქოს იყო დეპოლარიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა. როგორი დეპოლარიზაცია გამოიწვია მისმა შეწყალებამ, ამასაც ვხედავთ. ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის ნაწილი იმ რადიკალური ჯგუფისა ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. მისი ყველა ნაბიჯი არის დამატებითი დადასტურება, რომ მიჰყავთ ქვეყანა რადიკალური დღის წესრიგისკენ. სწორედ ამიტომ თუ 29 აპრილის შეკრებას გავითვალისწინებთ, ამ ჭრილშიც არის დასანახი, რომ საზოგადოებამ მათ შორის თავისი სიმრავლით კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას, რომ საზოგადოება არ დათმობს ქვეყნის სუვერენიტეტს, არ დათმობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, არ დათმობს იმ წინსვლას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და არ დააბრუნებინებს ქვეყანას იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც ის იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება ქალბატონი სალომესი არის მხოლოდ დასტური ამისა და საზოგადოებას მხოლოდ უმყარებს ამ აზრს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს