შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი ვართ ევროპული ცივილიზაციის, კულტურის, ღირებულებების თანაშემოქმედი - არავის აქვს უფლება და პატენტი, რომ ევროპასთან და ევროპულ ღირებულებაზე მხოლოდ ერთი ტრიბუნიდან ისაუბროს

ქართველი ხალხი ვართ ევროპული ცივილიზაციის, კულტურის, ღირებულებების თანაშემოქმედი და, რა თქმა უნდა, ვიყენებთ ყველა ტრიბუნას იმისთვის, რომ ამ ღირებულებებზე ვესაუბროთ ყველა ჩვენს კოლეგას, იქნება ეს ევროპაში, თუ სხვაგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობა შეაფასა.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება და პატენტი, რომ ევროპასთან და ევროპულ ღირებულებაზე მხოლოდ ერთი ტრიბუნიდან ისაუბროს.

„ასეთი სახის პლატფორმები გამოსაყენებელი არის, ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ფსევდოლიბერალური ფსევდოღირებულების თავსმოხვევა სხვადასხვა საზოგადოებისთვის, მათ შორის, ქართული საზოგადოებისთვის. ამას სჭირდება ერთის მხრივ, ჩვენი საზოგადოების დროული რეაგირება და ჩამოყალიბება, სად ვდგავართ ჩვენ, რა მიგვაჩნია ჩვენ ჩვენ ღირებულებად და ასევე, რა თქმა უნდა, თანამოაზრეების ძიება და მათთან ამ საკითხებზე მსჯელობა. ვინაიდან, არავის აქვს უფლება და პატენტი ისაუბროს მხოლოდ ერთი ტრიბუნიდან ევროპასთან და ევროპულ ღირებულებაზე. ჩვენ, ქართველი ხალხი ვართ თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციისა, კულტურისა, ღირებულებებისა და ჩვენ, ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, ვიყენებთ ყველა ტრიბუნას იმისთვის, რომ ამ ღირებულებებზე ვესაუბროთ ყველა ჩვენს კოლეგას, იქნება ეს ევროპაში, თუ სხვაგან,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს