გიორგი პერტაია - ჩინეთის გუანდუნის პროვინციასთან თანამშრომლობის გაფართოება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან  ქართული ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ ამ რეგიონში შედის

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ჩინეთის საბჭოს გუანდუნის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ფან სინლინს შეხვდა.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ჩინეთის საბჭოს გუანდუნის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პალატის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, მეწარმეების მხარდაჭერას,ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

„მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ორივე ქვეყნის რესურსი ეკონომიკის, ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ტურიზმის მიმართულებით. უნდა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა, მეწარმეებისთვის. ორივე მხარე წაახალისებს კომპანიების მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში, რომლებიც იმართება როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთში“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე წელს ქართული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი გვანჯოუში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავაჭრო პალატას აქვს ოფისი გუანდუნის პროვინციაში, კერძოდ გვანჯოუში, სადაც ჰყავს წარმომადგენელი, ბექა მიქაბერიძე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს