ლევან ხაბეიშვილი - მივესალმები თელავში „ოცნების" საკრებულოს წევრის განცხადებას, აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით

მივესალმები თელავში „ოცნების" საკრებულოს წევრის განცხადებას, აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თელავში „ქართული ოცნების" საკრებულოს წევრის, ლევან ბერძენაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა წყდება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლის ბედი და მნიშვნელოვანია საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ.

„მივესალმები ყველა ასეთ გადაწყვეტილებას და განცხადებას. უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ქვების მოღერების დრო არ არის, რადგან ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივი საკითხი და არა პარტიული. ცხადია, „ქართული ოცნების“ მომხრეებს, წევრებსაც ესმით, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი პასუხისმგებლობიანი განცხადებები, რაც თელავის საკრებულოში გაკეთდა. მივესალმები ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, ის სხვა პარტიაშია, მმართველ პარტიას წარმოადგენს, მაგრამ აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა წყდება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლის ბედი და მნიშვნელოვანია საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თელავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან ბერძენაშვილმა 26 აპრილს თელავში, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევენ, პარტიას და თანამდებობას დატოვებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს